გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ დვანში ახალი საბავშვო ბაღი აშენდა
6 აგვისტო 2025
ქარელის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ დვანში თანამედროვე სტანდარტების ახალი საბავშვო ბაღი აშენდა, რომელიც 100 აღსაზრდელზეა გათვლილი.
საბავშვო ბაღის მშენებლობის პროექტი ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. ბაღის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 2.2 მილიონ ლარამდეა.
პროექტის ფარგლებში მოეწყო სათამაშო და საძინებელი ოთახები, სველი წერტილები, რეკრეაციული ზონები, ეზო და ყველა საჭირო შიდა და გარე ინფრასტრუქტურა.
საბავშვო ბაღის ახალი შენობა სრულად არის ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის.
საბავშვო ბაღი უზრუნველყოფს სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობას და ქმნის ღირსეულ, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოს ადგილობრივი ბავშვებისთვის.